AS: "ბარსელონას" პრეზიდენტს მესის, პიკესა და ფაბრეგასის თავიდან მოშორება სურდა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს ინტერვიუ ჩამოართვა.

პეპე კოლომერი და გილიერმო ხოიოსი, რომლებიც კლუბის ახალგაზრდების აღზრდაზე არიან პასუხისმგებლები, იხსენებენ, რომ 2003 წელს, როდესაც კატალონიელთა ამჟამინდელი პრეზიდენტი სანდრო როსელი კლუბში ხარჯების შემცირების პოლიტიკას ახორციელებდა, გუნდიდან მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაშვებას ახორციელებდა.

სწორედ მისი უშუალო ძალისხმევით აღმოჩნდა ჟერარდ პიკე "მანჩესტერ იუნაიტედში", სესკ ფაბრეგასი კი - ლონდონის "არსენალში".

მწვრთნელების თქმით, როსელის გადამკიდე, კლუბში ნამდვილი განუკითხაობა იყო. მეტიც, თურმე სანდრო "ბარსას" ხელმძღვანელობას თვით ლიონელ მესის სამშობლოში,
არგენტინაში გაშვებას აძალებდა, მაგრამ აღნიშნულმა მწვრთნელებმა ეს არ დაუშვეს.

იმასღა შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ამ დროისთვის 580 მლნ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული