დიეგო კოშტამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" 2018 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა ფორვარდმა დიეგო კოშტამ კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლამდე გააგრძელა.

24 წლის ტექნიკური ფორვარდი დარჩება მადრიდში, არადა, ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ მის ტრანსფერზე "ლივერპულში".

სავარაუდოდ, კოშტას დარჩენის მიზეზი ის არის, რომ ლუის სუარესმა გადაწყვიტა, აღარ წავიდეს "ლივერპულიდან" "არსენალში".

კონტრაქტის ახალი პირობები არ ხმაურდება.

გასულ სეზონში დიეგო კოშტამ 20 გოლი გაიტანა და ბრაზილიის ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა.

ასევე იხილეთ:
"მარკას" რჩეულები: ტიბო კურტუადან ლეო მესიმდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული