24 წლის ტექნიკური ფორვარდი დარჩება მადრიდში, არადა, ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ მის ტრანსფერზე "ლივერპულში".
სავარაუდოდ, კოშტას დარჩენის მიზეზი ის არის, რომ ლუის სუარესმა გადაწყვიტა, აღარ წავიდეს "ლივერპულიდან" "არსენალში".
კონტრაქტის ახალი პირობები არ ხმაურდება.
გასულ სეზონში დიეგო კოშტამ 20 გოლი გაიტანა და ბრაზილიის ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა.
ასევე იხილეთ:
"მარკას" რჩეულები: ტიბო კურტუადან ლეო მესიმდე