მარსელომ აღნიშნა, მეგობრობა მოედანზე არ ვრცელდებაო.
"ნეიმარი - ჩემი დიდი მეგობარია. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევები იქნება, როდესაც ჩვენი გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აი, თამაშის შემდეგ კი ისევ გავაგრძელებთ მეგობრობას.
მსგავსი გამოცდილება უკვე მაქვს მიღებული დანიელ ალვეშთან მიმართებაში", - თქვა მარსელომ.
შეგახსენებთ, რომ მარსელომ და ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ახლახან ერთად მოიგეს კონფედერაციათა თასი.