ამჟამად საქმეს ბრაზილიის პროკურატურა სწავლობს და შესაძლოა ის სასამართლოში შევიდეს. თუკი ეს ყველაფერი როსელისთვის ცუდად წარიმართება, "ბარსელონას" პრეზიდენტს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.
ბრაზილიური გამოცემა Estada კი იტყობინება, რომ მაშინ, როცა როსელი კომპანია "ნაიკის" სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლობაში მუშაობდა, რიკარდო ტეიშეირას (ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლამდე) ბრაზილიის ნაკრების ამხანაგური მატჩების ორგანიზებისთვის განკუთვნილი სახსრების "მითვისებაში" ეხმარებოდა.
ამხანაგური მატჩების ორგანიზებაზე უფლებებს კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული ობშორული კომპანია
თუკი ფაქტები დამტკიცდება, როსელს თაღლითობისა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების მუხლებით გაასამართლებენ.
ასევე იხილეთ:
ზეპ ბლატერი თურმე უდანაშაულოა
AS: "ბარსელონას" პრეზიდენტს მესის, პიკესა და ფაბრეგასის თავიდან მოშორება სურდა