sport.es: იკერ კასილიასი შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა sport.es იტყობინება.

გასულ სეზონში მადრიდელთა კუმირმა ტრავმა მიიღო, რის გამოც კლუბმა დიეგო ლოპესი შეიძინა, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად შეცვალა ესპანეთის ნაკრების მეკარე.

თავდაპირველად საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ლოპესი კასილიასს დროებით შეცვლიდა, თუმცა ჟოზე მოურინიო, რომელიც იმ დროს "სამეფო კლუბს" წვრთნიდა, პირველ ნომრად ლოპესს მიიჩნევდა.

მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო, რომ კასილიასი მისთვის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდებოდა, თუმცა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში კარლო ანჩელოტის "რეალის" კარის დარაჯად კვლავ დიეგო
ლოპესი მოგვევლინა.

ესპანური პრესის აზრით, კასილიასი სერიოზულად დაფიქრებულია კლუბის შეცვლაზე. ერთ-ერთი მიზეზი კი ესპანეთის ნაკრებში პირველი მეკარის სტატუსის დაკარგვის საშიშროებაა.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის წამყვან ჟურნალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ კასილიასი "სამეფო კლუბის" მთავარი კონკურენტის, "ბარსელონას" რიგებში გადავიდეს.

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი არც კარლო ანჩელოტის უნდა?
მკითხველის კომენტარები / 5 /
და ამ „თავმოყვარეობის“ გამო სათადარიგოთა სკამი ხეხოს?
თემო
11:20 22-08-2013
0
მსოფლიო პირველი ნომერი და მწვრთნელები სკამზე სვამენ, მოურინიო ბოღმა იყო, ანჩელოტი? ე.ი გუნდია მონომებული ამაში, რეალი უმადური გუნდია, გაიხსენეთ რაული.
nikilura
10:42 22-08-2013
0

სიახლეები პოპულარული