"ბარსელონაში" მისვლის პირველ დღეებში გვარდიოლამ მითრხა, რომ ფეხბურთელები სპორტულ ავტომობილებით არ დადიან და მოკრძალებული ცხოვრების წესი აქვთ.
მას უნდოდა რომ თავი ჩვეულებრივ ბიჭად მეგრძნო, მაგრამ მე ზლატანი ვარ და მინდა განსხვავებული და ინდივიდუალური ვიყო. გვარდიოლა ამას ვერ შეეგუა.
შევდიოდი თუ არა ოთახში, სადაც ყავას ვსვამდით, ის ეგრევე გადიოდა. როცა გვერდს მივლიდა დერეფანში დაბლა იყურებოდა. ის კაცი არაა. მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყოს, მაგრამ ეს არ მანაღვლებს.
ერთხელ ვერ მოვითმინე და
სხვანაირად არ გამიგოთ, მესი და ინიესტა მომწონს, მათ ბურთით საოცარი რამეების გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ისეთი მგრძნობიარენი და წყნარები არიან. ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რასაც ეუბნებოდნენ და არასდროს კამათობდნენ", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით