ზლატან იბრაჰიმოვიჩი: როცა გვარდიოლა გვერდს მივლიდა, დაბლა იყურებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხოსეპ გვარდიოლასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ბარსელონაში" მისვლის პირველ დღეებში გვარდიოლამ მითრხა, რომ ფეხბურთელები სპორტულ ავტომობილებით არ დადიან და მოკრძალებული ცხოვრების წესი აქვთ.

მას უნდოდა რომ თავი ჩვეულებრივ ბიჭად მეგრძნო, მაგრამ მე ზლატანი ვარ და მინდა განსხვავებული და ინდივიდუალური ვიყო. გვარდიოლა ამას ვერ შეეგუა.

შევდიოდი თუ არა ოთახში, სადაც ყავას ვსვამდით, ის ეგრევე გადიოდა. როცა გვერდს მივლიდა დერეფანში დაბლა იყურებოდა. ის კაცი არაა. მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყოს, მაგრამ ეს არ მანაღვლებს.

ერთხელ ვერ მოვითმინე და
გასახდელში ყველაფერი ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი, თუმცა არც მაშინ დამელაპარაკა.

სხვანაირად არ გამიგოთ, მესი და ინიესტა მომწონს, მათ ბურთით საოცარი რამეების გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი ისეთი მგრძნობიარენი და წყნარები არიან. ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რასაც ეუბნებოდნენ და არასდროს კამათობდნენ",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცხვირო შენ კარიერას ისე დაამთავრებ ჩემპიონთა ლიგა არ გექნება მოგებული
1234
23:09 01-09-2013
0
ეგრე არც დიდ რონალდოს აქვს ლიგა მოგებული მაგიტ რისი ტქმა გინდა :)
lasha
01:02 02-09-2013
0

სიახლეები პოპულარული