პამპლონის "ოსასუნამ" მწვრთნელი გააძევა

AutoSharing Option
ლა ლიგის ახალ სეზონში პირველი მწვრთნელის თავი დაგორდა - პამპლონის "ოსასუნას" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა 52 წლის მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი.

მენდილიბარი ნავარულ კლუბში 2011 წლის თებერვალში მივიდა, მას მერე, რაც თანამდებობიდან ხოსე ანტონიო კამაჩო გაანთავისუფლეს.

"ლოს როხილიოსი" ლა ლიგის ცხრილის ფსკერზეა ნული ქულით.

"ჩვენ ვიპოვით ახალგაზრდა მწვრთნელს, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ათამაშებს", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა მიგელ არჩანკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული