კამაჩო მესიზე: თუ არგენტინელი ხარ და მუნდიალი ვერ მოიგე, საუკეთესო ვერ იქნები

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს, ხოსე ანტონიო კამაჩოს "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არ მიაჩნია.

"ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ არ შეიძლება მსოფლიოში საუკეთესოდ, მით უმეტეს, ისტორიაში საუკეთესოდ მივიჩნიოთ - თუ არგენტინელი ხარ და მუნდიალი ვერ მოიგე, საუკეთესო ვერ იქნები.

არგენტინა ფეხბურთში დომინანტური ძალაა. მსოფლიოს თასი - ეს ფეხბურთელის მაქსიმუმია და არგენტინელები მუდამ მოითხოვენ ამ ტურნირზე გამარჯვებას.

მესის შეუძლია ნებისმიერ მომენტში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. შეიძლება მოედანზე ორი თანაბარი კლასის გუნდი იყოს და მან შეცვალოს ძალთა ბალანსი.

მეტიც, მასთან გუნდში მეც
კარგ მწვრთნელად ჩამთვლიდნენ", - ციტირებს კამაჩოს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მესიზე კარგს ხომ არ დაწერს ეს ყოფილი რეალის მწვრთნელი? ვაი შენს პატრონს.
1

სიახლეები პოპულარული