"ცუდი პერიოდი უკან დარჩა. ახლა მისთვის და ჩვენი კლუბისთვის ახალი ეპოქა იწყება, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება," - განაცხადა ანჩელოტიმ.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბეილი ხარივით ჯანმრთელია, თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ მოახერხებს უელსელი იმ უდიდეს ზეწოლასთან გამკლავებას, რომელიც
კარლოს ასისტენტი "სამეფო კლუბის" სხვა მოთამაშეებსაც დაეხმარა, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ბეილი არც ისკოა, არც ილიარამენდი, კარვახალი თუ კაზემირუ - უელსელში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია და გულშემატკივრები თუ სპეციალისტები მის მიმართ გაცილებით ნაკლებად მომთმენნი იქნებიან.
ანჩელოტის და 24 წლის ფეხბურთელის გასაუბრება მადრიდელთა ახალწვეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ მთავარმა მწვრთნელმა კლუბში მისვლა მიულოცა, ანჩელოტიმ მოთამაშის მიმართ მხარდაჭერა და ნდობა გამოხატა, რაც ახლა უელსელს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"