ბრაზილიელი ფეხბურთელი ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა "რეალის" ბაზაზე ვალდებებასაში, რის შემდეგ კლუბმა მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.
2006 წლის 30 მარტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარზე ფეხბურთელის მოწმობა გასცა, რომელსაც ხელს აწერდნენ მადრიდის "რეალისა" და ფედერაციის წარმომადგენლები.
თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი "რეალის" მხრიდან 60 ათასი ევროს არგადახდის სურვილით ჩაიშალა. აღნიშნულ თანხას ფეხბურთელის აგენტი ვაგნერ რიბეირო ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერში 57 მილიონი ევრო გადაიხადა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით