ტიბო კურტუა - "ბარსელონას" ნომერ პირველი არჩევანი

AutoSharing Option
მას მერე, რაც ვიქტორ ვალდესმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2014 წლის ზაფხულში, როცა მას კონტრაქტი დაუმთავრდება "ბარსელონასთან", კლუბიდან წავა, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.

"მარკას" ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ნომერ პირველი არჩევანი მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი გოლკიპერი ტიბო კურტუაა.

მაგრამ მისი ყიდვა ძნელი იქნება, რადგან ესპანეთში იჯარით მოთამაშე ფეხბურთელს ლონდონის "ჩელსისთან" 2016 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

"ბარსელონამ" უკვე სცადა ბელგიელის აგენტთან დაკავშირება და მოულოდნელად მისგან პოზიტიური სიგნალი მიიღო. "ჩელსის" კი სურს კურტუასთან ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ ბელგიელი თავს იკავებს, რადგან "ბარსელონას" ინტერესი
მისთვის ცნობილია.

"ბარსელონა" უკვე შეთანხმებულია მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან, რომ სეზონის ბოლოს განაახლებენ მოლაპარაკებას, მაგრამ ასაკის მიუხედავად (კურტუა 21 წლისაა) კატალონიელებს ბელგიელი უფრო მოსწონთ. "მარკას" ცნობით, გამორიცხულია, რომ "ბარსამ" ორივე შეიძინოს და მერე მათ შორის კონკურენციას დაელოდოს. კლუბი ამ ორს შორის არჩევანს გააკეთებს.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "ატლეტიკომ" დანიელ არანსუბია დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტიბო შტენგენთან შედარებით საუკეთესოა
anri
14:37 06-09-2013
0
ტი
anri
14:35 06-09-2013
0

სიახლეები პოპულარული