"ბარსელონამ" ერიკ აბიდალს უპასუხა

AutoSharing Option
ახლახან ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" ავადმყოფობის პერიოდში მას ხელფასსაც არ უხდიდნენ.

ბუნებრივია, ასეთი ბრალდებისთვის კლუბს უნდა ეპასუხა და არც კატალონიელთა პასუხმა დაახანა:

"ორივე მხარე აღიარებს, რომ კლუბი თავის ვალდებულებებს, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული ასრულებდა. 2012 წლის იანვარში "ბარსელონამ" ავადმყოფობის რეციდივის გამოვლენის მიუხედავად, ერიკ აბიდალს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

ახალი კონტრაქტი უკეთეს პირობებს ითვალისწინებდა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.

2012 წლის მარტში, როცა აბიდალის ავადმყოფობამ ისევ იჩინა თავი, კლუბს ის ცალმხრივად არ გაუწყვეტია, თუმცა ამის შესაძლებლობა
კონტრაქტის მიხედვით ჰქონდა.

უბრალოდ, ორივე მხარის შეთანხმებით, კონტრაქტი შეჩერდა, მანამდე, სანამ აბიდალი მოედანს არ დაუბრუნდებოდა.

ამ პერიოდში აბიდალი იღებდა შეთანხმებულ ხელფასს, ხოლო მას მერე, რად პირველ გუნდში დაბრუნდა, ის უკვე იმ ხელფასს იღებდა, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

2013 წლის ივნისში კონტრაქტს ვადა უმთავრდებოდა და ორივე მხარემ ის შეწყვიტა"
, - ვკითხულობთ "ბარსელონას" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ:
ერიკ აბიდალი: როცა ავად ვიყავი, "ბარსელონა" ხელფასსაც კი არ მიხდიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული