"მარკას" ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლები ინიესტას ამ დღეებში შეხვდნენ, რათა შეთანხმების გაგრძელების შესაძლებლობა განეხილათ.
კლუბმა 29 წლის ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება შესთავაზა, რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი. ამასთან, ინიესტას წლიური ხელფასი 12 მლნ ევრომდე გაიზრდებოდა, რაც მას "ბარსელონაში", ლიონელ მესის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა.
როგორც ირკვევა, ინიესტა ამ პირობებმა არ დააკმაყოფილა.
კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ამით არ დასრულებულა და მხარეები კიდევ ერთ შეხვედრას უახლოეს მომავალში
ინიესტა "ბარსელონას" მთავარ გუნდში 2002 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 460 იფიციალური მატჩია. კატალონიურ კლუბთან ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი 3-ჯერ გახდა.