"მონაკო" "ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესს სუპერწინადადებას უმზადებს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "მონაკო" მზადაა "ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესს ძალიან სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

31 წლის გოლკიპერს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და სხვა გუნდში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. "მონაკომაც", გადაწყვიტა რა ვალდესის მოთაფვლა, მეკარისთვის სუპერწინადადება გაამზადა.

Sport.es-ის ცნობით, ვიქტორ ვალდესს კლუბი 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი იქნება გათვალისწინებული. ამას გარდა, კონტრაქტზე ხელმოწერისთანავე მეკარე ბონუსის სახით 20 მლნ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინა სეზონში იუარა ვალდესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელება, რაც სხვა ჩემპიონატში
თავის გამოცდის სურვილით ახსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული