ანდრეს ინიესტას ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტის" და "ბაიერნს" სურთ

AutoSharing Option
ანდრეს ინიესტა არ თანხმდება "ბარსელონას" კონტრაქტის გაგრძელებაზე. მიზეზი ფინანსური საკითხია.

29 წლის ნახევარმცველს "ბარსელონასთან" 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი.

"მარკას" ცნობით, ინიესტამ უარი თქვა ახალ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც მას წელიწადში 12 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ანდრესს კი სურს, ახალი პირობებით წელიწადში 17 მილიონი ევრო მიიღოს.

"ბარსელონასა" და მისი მოწინავე ფეხბურთელის შეუთანხმებლობამ ეგრევე გააჩინა ხმები, რომ მოსალოდნელია მისი ტრანსფერი სხვა გრანდებში.

ესპანური პრესა ირწმუნება, რომ მისით "ბაიერნის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაა დაინტერესებული.

ასევე, ინიესტას ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედს" და "მანჩესტერ სიტისაც" სურთ.

"ტრანსფერმარკტის" ცნობით, ინიესტას საბაზრო ფასი 65 მილიონი ევროა.

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული