ის, რომ მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას" სხვებთან დიდი უპირატესობა ექნებოდათ, ცხადი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დანარჩენ კლუბებთან მათ უზარმაზარი უფსკრული აშორებთ.
"ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" სახელფასო ფონდი დაახლოებით 190 მილიონია წელიწადში (თითოეულის).
შემდეგ მოდის კლუბების ჯგუფი, რომელშიც სამი გუნდი შედის - მადრიდის "ატლეტიკო" სეზონში 66 მილიონ ევროს ხარჯავს, ხოლო "ვალენსია" და "სევილია" დაახლოებით 45-50 მილიონს.
30-40 მილიონი: "მალაგა", "ვილიარეალი", "რეალ სოსიედადი", "ბილბაო".
14-23
11-14 მილიონი: "ალმერია", "რაიო ვალეკანო", "ვალიადოლიდი", "ლევანტე", "ელჩე", "სელტა".
სეგუნდა დივიზიონების კლუბებში ყველაზე მეტი ხელფასი "სარაგოსაში", "მალიორკასა" და "სპორტინგშია" - 7-დან 10 მილიონ ევრომდე.
ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ "ხაენში" - სეგუნდა დივიზიონის ამ კლუბის სახელფასო ფონდი 2 მილიონი ევროა.
სიტყვაზე, კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის ხელფასი სეზონში 10-დან 20 მილიონამდეა. ამიტომაც ზოგიერთ გუნდს პრიმერაში მხოლოდ მესის (ან რონალდოს) შენახვაც არ შეუძლია.