"ბარსელონა" და "რეალი" ხელფასებში სეზონში 190-190 მილიონ ევროს ხარჯავენ

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ჟურნალისტებს გააცნო ესპანური კლუბების სახელფასო ფონდები.

ის, რომ მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას" სხვებთან დიდი უპირატესობა ექნებოდათ, ცხადი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დანარჩენ კლუბებთან მათ უზარმაზარი უფსკრული აშორებთ.

"ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" სახელფასო ფონდი დაახლოებით 190 მილიონია წელიწადში (თითოეულის).

შემდეგ მოდის კლუბების ჯგუფი, რომელშიც სამი გუნდი შედის - მადრიდის "ატლეტიკო" სეზონში 66 მილიონ ევროს ხარჯავს, ხოლო "ვალენსია" და "სევილია" დაახლოებით 45-50 მილიონს.

30-40 მილიონი: "მალაგა", "ვილიარეალი", "რეალ სოსიედადი", "ბილბაო".

14-23
მილიონი: "ოსასუნა", "ხეტაფე", "გრანადა", "ესპანიოლი", "ბეტისი".

11-14 მილიონი: "ალმერია", "რაიო ვალეკანო", "ვალიადოლიდი", "ლევანტე", "ელჩე", "სელტა".

სეგუნდა დივიზიონების კლუბებში ყველაზე მეტი ხელფასი "სარაგოსაში", "მალიორკასა" და "სპორტინგშია" - 7-დან 10 მილიონ ევრომდე.

ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ "ხაენში" - სეგუნდა დივიზიონის ამ კლუბის სახელფასო ფონდი 2 მილიონი ევროა.

სიტყვაზე, კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის ხელფასი სეზონში 10-დან 20 მილიონამდეა. ამიტომაც ზოგიერთ გუნდს პრიმერაში მხოლოდ მესის (ან რონალდოს) შენახვაც არ შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გორის "დილას" წლიური სახელფასო ფონდი ნახევარი მილიონი ევროა.
შაკო
18:24 24-09-2013
0
რამდენ ფულს ხარჯავენ მოგება რა აქვტ მაიტერესებს ტუ სჰეგიდზლიატ დადოტ
sporti
20:50 24-09-2013
0

სიახლეები პოპულარული