ხერარდო მარტინო: მესის შეცვლა არასდროს უნდა, მაგრამ ეს ჩემი ამოცანაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "სოსიედადთან" (4:1) ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში თამაში ბრწყინვალე იყო. ცუდია, რომ მასე მეორე ნახევარში არ გაგრძელდა.

მესი შეცვლით უკმაყოფილოა? მესის არასდროს უნდა, რომ შეცვალონ, მაგრამ ეს ჩემი ამოცანაა - ფეხბურთელებზე ზრუნვა. მესი სეზონის ბოლოს დაგვჭირდება.

ჩემი წარმოდგენა არ შეიცვლება. არაერთხელ მითქვამს, როგორ მინდა, რომ "ბარსელონამ" ითამაშოს. შესაძლოა, "სოსიედადთან" მატჩმა ზოგიერთები
ბევრ რამეს მიახვედრა.

ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია. მან ყველა გაგვაკვირვა იმით, თუ როგორ შეუძლია იმუშაოს გუნდი
სასარგებლოდ.

ალექსის სანჩესს არ გაუტანია, მაგრამ მან დიდი რაოდენობის სამუშაო ჩაატარა როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში. ის აკეთებს იმას, რასაც ბევრი ფორვარდი არ აკეთებს.

ფანების სიმღერა ვალდესის დარჩენაზე? მეც შევასრულებდი ამ სიმღერას. მათ უჭირთ მდგომარეობის ასეთი ცვლილება, მაგრამ ვალდესის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ",
- თქვა მარტინომ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მომზადებულია Barcastuff-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური: ანდალუსია, ვალენსია და მადრიდი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული