ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური: ანდალუსია, ვალენსია და მადრიდი [VIDEO]

AutoSharing Option
25 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართება - ერთმანეთს ვალენსიის, ანდალუსიის და მადრიდის 2-2 გუნდი შეხვდება.

იქამდე კი ორი სიტყვა კატალონიელთა და ბასკთა დაპირისპირებაზე ვთქვათ...

ბარსელონელებმა "ესპანიოლს" მოაგებინეს
"ესპანიოლის" და ბილბაოს "ატლეტიკის" მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ეს მოულოდნელი არც ყოფილა. როგორც წესი, ამ გუნდების შეხვედრები ყოველთვის სანახაობრივი და საინტერესო გამოდის (ბოლო 7 მატჩში 30 გოლი გავიდა) და გამონაკლისი არც მეხუთე ტურის დაპირისპირება იყო.

შეხვედრის გმირი ვიქტორ სანჩესი გახდა, რომელმაც კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი
შეიტანა სერხიო გარსიამაც - ფორვარდმა მესამე გოლი გაიტანა და სანჩესი საგოლე პასითაც მოამარაგა.

მოკლედ, ერნესტო ვალვერდეს გუნდი "ბარსელონას" აღზრდილმა ფეხბურთელებმა დაღუპეს.

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკმა" კატალონიურ კლუბს ბოლოს 2010 წელს მოუგო, იქიდან მოყოლებული გამართულ 6 შეხვედრაში კი 4-ჯერ "ესპანიოლმა" იმარჯვა, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა (ორივე 3:3).

უნაი ემერის ბოლო შანსი
სეზონის დაწყების წინ "სევილიამ" ორი ლიდერი - ხესუს ნავასი და ალვარო ნეგრედო "მანჩესტერ სიტიში" გაყიდა. გარდა ამისა, გუნდიდან უნიჭიერესი ჟოფრი კონდოგბიაც წავიდა ("მონაკოში"), თუმცა, მიუხედავად ამისა, ანდალუსიელებს მაინც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ.

ლიდერების გაყიდვით მიღებული ფული სევილიელებმა ჭკვიანურად დახარჯეს და ძალიან ბევრი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელი იყიდეს. ჯერჯერობით გუნდი ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და ევროპალიგას თუ არ ჩავთვლით (სადაც "სევილიამ" ხუთივე მატჩი მოიგო), კატასტროფულად ასპარეზობს.

ესპანურ პრესაში უნაი ემერის შესაძლო გაგდებაზეც ალაპარაკდნენ, რაც მოულოდნელი სულაც არაა - მისი გუნდი ხომ ბოლო ადგილზეა. ამ ტურში, "სევილია" ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს და თუ ვერ იმარჯვა, შესაძლოა, ემერიმ პოსტი მართლაც დატოვოს.

მართალია, მასპინძლებს ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი აკლიათ, მაგრამ მადრიდელები იმდენად ცუდ ფორმაში არიან და იმდენად უსუსურად გამოიყურებიან, რომ ანდალუსიელები, თუნდაც შესუსტებული შემადგენლობით, ვალდებულნი არიან, სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვონ.

წინა ტურში "სევილიას" დამმარცხებელი "ვალენსია" ამ ტურში გრანადას ესტუმრება და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ისტორიას თუ გადავხედავთ, მიროსლავ ჯუკიჩის გუნდმა სამი ქულა უნდა აიღოს - პრიმერაში დაბრუნების შემდეგ "გრანადამ" "ღამურებთან" 4 მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო.

ბეილი დაისვენებს
"სამეფო კლუბი" სტუმრად ვალენსიაში ჩავა და პრიმერაში 24-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ "ელჩეს" შეხვდება.

"ფრთხილად უნდა ვიყოთ. "ელჩე" საკმაოდ კარგი გუნდია და იოლი მატჩი ნამდვილად არ გველის. "ვილიარეალთან" შეხვედრაში ძალიან გაგვიჭირდა და ვფიქრობ, რომ დღესაც იგივე იქნება - მათთვის "რეალთან" თამაში დიდი მოტივაციაა,"
- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

"რეალს" ამ შეხვედრაში არ ეყოლება გარეთ ბეილი. უელსელმა "ხეტაფესთან" მცირე დაზიანება მიიღო. მართალია, ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ იმის გამო, რომ შაბათს "სამეფო კლუბს" "ატლეტიკოსთან" შეხვედრა ელის, იტალიელმა სპეციალისტმა ბეილის დასვენება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია ფაბიო კოენტრაოს დაბრუნება, რომელიც უკვე მზადაა და თუ ანჩელოტი მოისურვებს, "ელჩესთან" ითამაშებს კიდეც. სულ "პაპა კარლომ" ვალენსიაში 20 ფეხბურთელი წაიყვანა, საიდანაც მატჩის განაცხადში 18 ფეხბურთელი მოხვდება:

მეკარეები: კასილიასი, დიეგო ლოპესი, ხესუსი
მცველები: ვარანი, პეპე, კოენტრაო, სერხიო რამოსი, კარვახალი, არბელოა, ნაჩო
ნახევარმცველები: ხედირა, კაზემირო, მოდრიჩი, ილიარამენდი, ისკო, დი მარია, რონალდო
ფორვარდები: ბენზემა, მორატა, ხესე.

ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური
ესპანიოლი-ბილბაო 3:2
გოლები: 1:0 ვიქტორ სანჩესი (24), 1:1 დე მარკოსი (44), 2:1 ვიქტორ სანჩესი (49), 3:1 სერხიო გარსია (66), 3:2 იბაი გომესი (90)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი (63. კაპდევილა) - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი - სტუანი, პიცი (81. აბრაამი), სიმაო (74. ტორიე) - სერხიო გარსია
ბილბაო (4-3-2-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, ლაპორტი - ბენიატი (73. ანდერ ერერა), იტურასპე (59. იბაი გომესი), მიკელ რიკო - დე მარკოსი (73. სუსაეტა), მუნიაინი - ადურისი
გაფრთხილება: დავიდ ლოპესი - მიკელ რიკო, ადურისი, სან ხოსე
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-9 (6-3); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 17 910

VI ტური
ბარსელონა-სოსიედადი 4:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (5), 2:0 მესი (8), 3:0 ბუსკეტსი (23), 3:1 დე ლა ბელა (64), 4:1 ბარტრა (77)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო (35. ბარტრა), პიკე, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი (80. სერხი რობერტო), ნეიმარი (74. პედრო)
სოსიედადი (4-4-1-1): ბრავო - ესტრადა (46. ანსოტეგი), კადამურო, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - მარკო სანგალი, ბერგარა, ხავი როსი (77. რუბენ პარდო), გრიზმანი - ჩაბი პრიეტო (21. აგირეჩე) - სეფეროვიჩი
გაფრთხილება: - აგირეჩე
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 6-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 23-9 (9-5); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 70 066

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევანტე-ვალიადოლიდი 1:1
გოლები: 1:0 ბ. დიავარა (36), 1:1 ხავი გერა (41)
ლევანტე (4-3-2-1): კ. ნავასი - ლელი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, სერჟიუ პინტუ, ივანშიტცი (56. ბარალი) - ჩუმეტრა (68. პედრო რიოსი), რუბენ გარსია - ბ. დიავარა (73. ნონგი)
ვალიადოლიდი (4-4-2): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, პენია, ბერგდიხი - ებერტი, სასტრე, ბარახა, ო. რამოსი (58. რამა) - ოსორიო (57. ფ. როსი), ხავი გერა (72. მანუჩო)
გამოუყენებელი პენალტი: ივანშიტცი (45. ლევანტე)
გაფრთხილება: რუბენ გარსია, პ. დიოპი - ხავი გერა, ებერტი, ფ. როსი, ბარახა
გაძევება: ბერგდიხი (44. ვალიადოლიდი)
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23-4 (4-2); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 15 000

მალაგა-ალმერია 2:0
გოლები: 1:0 ტისონე (68), 2:0 პორტილიო (90)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - სერხი დარდერი, ტისონე - პორტილიო, ბ. ანდერსონი (81. ი. კამაჩო), დუდა (84. ელიზეუ) - ელ ჰამდაუი (74. სანტა კრუსი)
ალმერია (4-4-1-1): ესტებანი - ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, დუბარბიერი - ალექს ვიდალი, ვერსა, ტებარი (75. კორონა), სუსო (65. ელდერ ბარბოსა) - სორიანო (73. ოსკარ დიასი) - როდრი
გაფრთხილება: ტისონე, სერხიო სანჩესი - დუბარბიერი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 16-7 (7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 533

ატლეტიკო-ოსასუნა 2:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (18), 2:0 დიეგო კოშტა (25), 2:1 ორიოლ რიერა (42)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ე. ინსუა - არდა თურანი, ტიაგო, მარიო სუარესი (46. გაბი), კოკე (77. კ. როდრიგესი) - ლეო ბაპტიშტაო (63. ვილია), დიეგო კოშტა
ოსასუნა (4-4-1-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, დამია - სისი, პუნიალი (68. ა. ნუნიესი), ლოე (83. ლოლო), ე. არმენტეროსი - ფ. სილვა - ორიოლ რიერა (78. მანუელ ონვუ)
გაფრთხილება: მარიო სუარესი, ხუანფრანი, ტიაგო - ლოლო
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13-7 (4-1); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 49 000

25 სექტემბერი
გრანადა-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიტი - პ. პიატი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0 =0 -4 (1:5)

სევილია-ვალეკანო 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეროტი, ფასიო, პარეხა, კარიკო, რეიესი, სისინიო - იაგო ფალკე, ხოსე კარლოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +12 =4 -6 (41:27)

ელჩე-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საპუნარუ, სერხიო პელეგრინი - მარსელო, ჩაბი ალონსო
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები 1994 წლიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტურის წინ: ბასკები "კამპ ნოუზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული