ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს გამოჯანმრთელების ვადები გახდა ცნობილი.

29 წლის ფეხბურთელს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და ის, სავარაუდოდ, 10-15 დღეში ჩადგება მწყობრში.

გამომდინარე აქედან, არგენტინელი ნახევარმცველი გუნდს "ალმერიასთან" (28 სექტემბერი), "ვალიადოლიდთან" (5 ოქტომბერი) და ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკთან" (1-ლი ოქტომბერი) მატჩებში ვერ დაეხმარება.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული