ლიონელ მესი სასამართლოში გამოცხადდა

AutoSharing Option
როგორც დათქმული იყო, კატალონიაში 27 სექტემბერს დაიწყო სასამართლო პროცესი ლიონელ მესის და მისი მამის წინააღმდეგ, რომელთაც გადასახადების დამალვაში ედებათ ბრალი.

საუბარია 2006-09 წლებში სახელმწიფოსთვის 4 მილიონი ევროს ოდენობის ზარალის მიყენებაზე. ორივე ეჭვმიტანილი უარყოფს ამ ბრალდებებს.

და აი, ლიონელ მესი გამოცხადდა სასამართლოში. ბუნებრივია, მას იქ ასობით ჟურნალისტი დახვდა, რომელთაც ეს მოვლენა აღბეჭდეს.

"მე და მამაჩემი არასოდეს ვაქცევდით ყურადღებას საგადასახადო საკითხს. ჩვენ გვყავს იურისტები, რომლებიც მუშაობდნენ და მუშაობენ ამ საკითხებზე. ჩვენ მათ ვენდობით და ვიცით,
რომ ყველა სადავო საკითხს მოაგვარებენ.

სიმართლე ისაა, რომ არასოდეს ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ამ შემთხვევაში. სწორედ ამიტომაც ყოველთვის მყავდა ხალხი დაქირავებული შესაბამისი სამუშაოების გასაწევად"
, - განაცხადა ლიონელ მესიმ.

ესპანური მედიის თანახმად, ამას წინათ ლიონელმა უკვე შეიტანა ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 მილიონი ევრო, თუმცა ამის გამო მას ბრალდება არ მოხსნია.

27 სექტემბერს სასამართლომ სწორედ ეს უნდა გაარკვიოს, გაგრძელდება თუ არა არგენტინელის სამართლებრივი დევნა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესიმ ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 მილიონი ევრო შეიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული