მასთან ერთად მთავარ გუნდში ასევე როჟერ რიერა, დანი არელიანო და ჟულიენ სეგურაც მიიწვიეს.
16 წლის ანდრიაზე, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, კატალონიურ კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ.
ის "ბარსას" ჭაბუკთა გუნდში წარმატებით გამოდის, რითაც ხერარდო მარტინოს ყურადღება დაიმსახურა.
ვარჯიშის შემდეგ ანდრიამ "ტვიტერში" დაწერა: "ოცნებები ხდება. დღეს პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშე. გმადლობთ ყველას მოლოცვისთვის!"