ხერარდო მარტინო "ბარსელონას" რეკორდსმენი გახდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო პირველი სპეციალისტი გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ლა ლიგის პირველ 7 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

გარდა ამისა, მარტინო ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა ამ მაჩვენებლით.

მარტინომდე მსგავსი მაჩვენებელი ჰქონდა ბრაზილიელ სპეციალისტს ვანდელეი ლუშემბურგს, რომელმაც 2005 წელს მადრიდის "რეალთან" ერთად სასტარტო 7 მატჩი მოიგო და ასევე ხოსე მანუელ დიას ნოვოას "სპორტინგთან" ერთად 1979 წელს.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაიმეორა დიეგო სიმეონემაც. მისმა "ატლეტიკომ" 28 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" მოუგო და "ბარსელონასთან" ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული