ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ "ბარსას" სამიზნეშია "პენიაროლის" ფორვარდი კევინ მენდესი.
უკვე კარგა ხანია, კატალონიური კლუბის სკაუტები 17 წლის ფეხბურთელს აკვირდებიან. მენდესი გამორჩეული ტექნიკის პატრონია და მეტოქის კარს მრავალფეროვნად უტევს.
საკომპენსაციო თანხამ შეიძლება 6 მილიონი ევრო შეადგინოს. "ბარსა" ახლავე შეიძენს მენდესს, თუმცა მას მხოლოდ იანვრიდან ექნება ესპანეთში თამაშის საშუალება.
კევინი ოქტომბერში გაერთიანებულ საემიროებში ფიფას 17-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. "ბარსელონას" მესვეურები ამიტომაც ჩქარობენ, შიშობენ, რომ ჩემპიონატის მერე მენდესის ფასი გაიზრდება.