ჯერ კიდევ გასულ სეზონში აღმოჩნდა იკერი სათადარიგოთა სკამზე. ჯერ იყო და, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პერიოდულად სასტარტოში ადგილს ანტონიო ადანს ანდობდა, ზამთარში კი, როდესაც კასილიასი დაშავდა, "რეალმა" დიეგო ლოპესი იყიდა, რომელიც დღეს მადრიდელთა ძირითადი გოლკიპერია.
კასილიასს არც კარლო ანჩელოტის ხელში უმართლებს - მწვრთნელი მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ათამაშებს.
ახლა კი ირკვევა, "რეალის" ვეტერანს საქმე ოჯახშიც არეული აქვს.
როგორც გამოცემა "ელ