სანდრო როსელი: ტიტო ვილანოვას შეუძლია "ბარსელონაში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ტიტო ვილანოვას, რომელმაც ავადმყოფობის გამო სამსახურს თავი დაანება, შეუძლია მომავალში კლუბში დაბრუნდეს. ხოლო რა სტატუსით დაბრუნდება ვილანოვა კლუბში, როსელმა არ დააკონკრეტა.

"ვილანოვას დაავადება ყველაზე ცუდია, რაც კლუბს ჩემი მოსვლის დღიდან დაემართა. ის ენერგიულია და შინაგანად ძლიერი. თუ ვილანოვა გამოჯანმრთელდა, ის, სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დაბრუნდება. ჯერ არ ვიცი, რა სტატუსით, მაგრამ მას შეუძლია დაბრუნდეს", - თქვა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვას ყელის კიბო სჭირდა, ოპერაციის შემდეგ სპეციალისტმა მკურნალობის კურსი გაიარა და "ბარსელონაში" დაბრუნდა,
თუმცა რეაბილიტაცის კურსი კვლავ დასჭირდა და ის საბოლოოდ გადადგა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.

2012/13 წლების სეზონში ვილანოვამ "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული