ნეიმარს ესპანეთის ჩემპიონატში არ ინდობენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ნეიმარმა, რომელიც ესპანურ გუნდში "სანტოსიდან" გადავიდა, ესპანეთის ჩემპიონატის 8 ტურის შემდეგ იმ ფეხბურთელთა სიაში, ვის წინაშეც ყველაზე მეტად ჯარიმდებიან, პირველი ადგილი დაიკავა.

ამ დროისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ ლა ლიგაში 32 ჯარიმაა დაფიქსირებული.

მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი დიეგო კოსტა გავიდა (31), ხოლო მესამე პოზიციას მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ისკო იკავებს (27).

გარდა ამისა, ნეიმარი იმ ფეხბურთელთა რეიტინგშიც პირველ ადგილზეა, ვის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპონენტებმა ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღეს (8). კერძოდ კი, "სევილიის" ფეხბურთელებმა ნეიმართან დაპირისპირების დროს სამი
ყვითელი ბარათი მიიღეს. ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ნეიმარმა "სელტიკის" ჰავბეკს, სკოტ ბრაუნს წითელი ბარათი მიაღებინა.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 7 შეხვედრაში ნეიმარის აქტივში ორი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული