"ბარსელონას" ვალი ამ დროისთვის 330 მილიონ ევროს შეადგენს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებში ხავიერ ფაუსმა კლუბის ვალების შემცირების შესახებ ისაუბრა.

"როცა კლუბში მივედით, "ბარსელონას" ვალი 440 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ის 330 მილიონ ევროს შეადგენს.

ფინანსური წლის ბოლოს ვალის შემცირებას 250 მილიონ ევრომდე ველოდებით.

გამომდინარე აქედან, ვალს ოთხი წლის განმავლობაში 200 მილიონი ევროთი შევამცირებთ. გამოდის, რომ 4-5 წელში ვალს მთლიანად დავფარავთ.

ყატარში კიდევ ერთ სპონსორს ვეძებთ. ყატარი "ბარსელონას" იმიჯს არ აფუჭებს, მაგრამ არ მოგვწონს, რაც იქ ხდება. როცა ხელშეკრულების გახანგრძლივების დრო მოვა,
ყველა საკითხს კარგად გავაანალიზებთ. ამასთან ერთად, ყველა შეთანხმება დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს",
- თქვა ფაუსმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

მადრიდის "რეალის" ვალი 541 მილიონ ევროს შეადგენს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული