სერხიო ბუსკეტსი: სიმულაცია? ამაზე საუბარიც ზედმეტია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მის მიმართ კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.

"სიმულაცია? ეს სიმულაცია არაა, არამედ ლოგიკური მოქმედებაა. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია, ხოლო ადამიანებ
ზე იარლიყის მიბმა ძალიან ადვილია.

გაგვიკვირდა, რომ ნეიმარმა ადაპტაცია ასე სწრაფად გაიარა. ნეიმარი ასეთ ახალგაზრდა ასაკში უცხო ქვეყანაში გადაბარგდა და ისეთ გუნდში გადავიდა, სადაც სხვა საფეხბურთო ფილოსოფიაა.

ის ჩვეულებრივი ბიჭია, მორცხვი და მშვიდი. ნეიმარი კარგი ადამიანია. ძირითადად, ის დროს ბრაზილიელებთან ერთად ატარებს, მაგრამ ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს",
- თქვა ბუსკეტსმა.

მომზადებულია Yahoo Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული