"სიმულაცია? ეს სიმულაცია არაა, არამედ ლოგიკური მოქმედებაა. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია, ხოლო ადამიანებზე იარლიყის მიბმა ძალიან ადვილია.
გაგვიკვირდა, რომ ნეიმარმა ადაპტაცია ასე სწრაფად გაიარა. ნეიმარი ასეთ ახალგაზრდა ასაკში უცხო ქვეყანაში გადაბარგდა და ისეთ გუნდში გადავიდა, სადაც სხვა საფეხბურთო ფილოსოფიაა.
ის ჩვეულებრივი ბიჭია, მორცხვი და მშვიდი. ნეიმარი კარგი ადამიანია. ძირითადად, ის დროს ბრაზილიელებთან ერთად ატარებს, მაგრამ ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს", - თქვა ბუსკეტსმა.
მომზადებულია Yahoo Sports-ის მიხედვით