იკერი მიმდინარე სეზონშიც მარცხდება დიეგო ლოპესთან კონკურენციაში, რომელიც ლა ლიგის ყველა თამაშში ძირითადი მეკარეა. კასილიასს სანუგეშოდ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი რჩება, სადაც კარლო ანჩელოტი ათამაშებს.
ამასობაში ტელეკომპანია Cuatro-მ დააფიქსირა საინტერესო დიალოგი, რომელიც კასილიასსა და ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთ მეკარეს, პეპე რეინას შორის, მუნდიალის შესარჩევში ბელორუსთან მატჩის წინ მოთელვისას შედგა.
ციტატას Football Espana აქვეყნებს.
რეინა:
რამდენ მატჩს თამაშობ? 10-ს, 12-ს? ჯამში საკმაოდ
კასილიასი:
ჰო, მაგრამ ახლა წავიდე? არა, მეგობარო, ასე არ ვფიქრობ. სხვა რომ არაფერი, ესპანეთის თასზე ნამდვილად მომიწევს თამაში.
ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასის გასაჭირს ოჯახური პრობლემებიც დაემატა
ოხ ლოპესი როგორა გავს ხიზანას რა..