იკერ კასილიასის გასაჭირს ოჯახური პრობლემებიც დაემატა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერ იკერ კასილიასს, რომელმაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მოედნის გარეთაც პრობლემები აქვს.

ჯერ კიდევ გასულ სეზონში აღმოჩნდა იკერი სათადარიგოთა სკამზე. ჯერ იყო და, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პერიოდულად სასტარტოში ადგილს ანტონიო ადანს ანდობდა, ზამთარში კი, როდესაც კასილიასი დაშავდა, "რეალმა" დიეგო ლოპესი იყიდა, რომელიც დღეს მადრიდელთა ძირითადი გოლკიპერია.

კასილიასს არც კარლო ანჩელოტის ხელში უმართლებს - მწვრთნელი მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ათამაშებს.

ახლა კი ირკვევა, "რეალის" ვეტერანს საქმე ოჯახშიც არეული აქვს.

როგორც გამოცემა "ელ
პაისის" ჟურნალისტი მაბელ გალასი წერს, ახლახან იკერმა კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობიდან თავისი მშობლები დაითხოვა. მეკარეს მათთვის დაახლოებით ხუთი მილიონი ევროს გადახდა მოუხდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
"Qartveli" იკერაზე სანამ რამეს იტყვი პირი გამოირეცხე, და შეგირცხვეს ქართველობა..
zviadi
03:21 09-10-2013
0
მოგ---თ მამა-შვილობა
Qartveli
22:14 08-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული