იკერ კასილიასი: მადრიდის "რეალიდან" წასვლაზე არ ვფიქრობ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი არ აპირებს გუნდის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

იკერი მიმდინარე სეზონშიც მარცხდება დიეგო ლოპესთან კონკურენციაში, რომელიც ლა ლიგის ყველა თამაშში ძირითადი მეკარეა. კასილიასს სანუგეშოდ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი რჩება, სადაც კარლო ანჩელოტი ათამაშებს.

ამასობაში ტელეკომპანია Cuatro-მ დააფიქსირა საინტერესო დიალოგი, რომელიც კასილიასსა და ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთ მეკარეს, პეპე რეინას შორის, მუნდიალის შესარჩევში ბელორუსთან მატჩის წინ მოთელვისას შედგა.

ციტატას Football Espana აქვეყნებს.

რეინა:
რამდენ მატჩს თამაშობ? 10-ს, 12-ს? ჯამში საკმაოდ
ცუდი სეზონი გამოგდის. მგონი, რომ აჯობებს წახვიდე, რადგან მანდ მაქსიმუმ 10-12 შეხვედრა ჩაატარო...

კასილიასი:
ჰო, მაგრამ ახლა წავიდე? არა, მეგობარო, ასე არ ვფიქრობ. სხვა რომ არაფერი, ესპანეთის თასზე ნამდვილად მომიწევს თამაში.

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასის გასაჭირს ოჯახური პრობლემებიც დაემატა
მკითხველის კომენტარები / 1 /
იკერას ჭორებს ნუ უყრით!
ოხ ლოპესი როგორა გავს ხიზანას რა..
zviad
03:16 14-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული