"ბარსელონა"-"რეალის" მატჩზე დასასწრებად 7 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის შესვლა ფასიანი იქნება და მშობლებს მათთვის ბილეთების ყიდვა მოუწევთ.
ზოგადად, "კამპ ნოუზე" პატარა გულშემატკივრებისთვის შესვლა შეზღუდული არაა, თუმცა იმის გამო, რომ სტადიონი არ გადაივსოს, ორგანიზატორებმა ასეთ ზომებს მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"რეალის" მატჩი 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.