თეძოს ტრავმის გამო უელსელ ფეხბურთელს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია, ხოლო ბოლო შეხვედრებში ბეილი შეცვლაზე შედიოდა.
"ამჟამად კარგ ფორმაში ვარ, ამიტომ "ბარსელონასთან" მატჩში მზად ვარ, პირველივე წუთებიდან გავიდე მოედანზე.
ამ კვირის განმავლობაში დაუღალავად ვვარჯიშობდი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მთავარი მწვრთნელი მიიღებს.
"ელ კლასიკოში" უნდა გავიმარჯვოთ. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა დაუვიწყარი გახდება ჩემთვის", - განაცხადა ბეილმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით