შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში რამდენიმე ესპანური გამოცემა იტყობინებოდა, რომ 21 წლის გოლკიპერი კატალონიურ კლუბს წინასწარ შეუთანხმდა ზაფხულში გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ამჯერად Bild-ი ამტკიცებს დაბეჯითებით, რომ მეკარე ესპანეთის ჩემპიონთა რიგებში აუცილებლად ჩაირიცხება და ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოხდება. გარიგების თანხა კი 10 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
"გერმანელი მეკარე "კამპ ნოუზე" მომავალ ზაფხულს წარსდგება და ვიქტორ ვალდესს შეცვლის. მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება,
თავის მხრივ, "ბარსელონას" აღზრდილმა, ესპანეთის ნაკრების მეკარე ვიქტორ ვალდესმა უკვე განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს, რომელიც ზაფხულში იწურება, აღარ გააგრძელებს.
რაც შეეხება ტერ შტეგენს, გასულ სეზონში ის ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.