ხერარდო მარტინო: როცა მესი 3-4 გოლს ვერ იტანს, ამაში პრობლემას ხედავენ [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "ესპანიოლთან" (1:0) ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რაც შეეხება შედეგს, ის თითქმის იდეალურია, მაგრამ უკეთ თამაში შეგვიძლია, ყოველთვის შეიძლება მოვუმატოთ.

კარგი თამაში იყო. "ესპანიოლი" თავს კარგად იცავდა. დაუღალავად ვეძებდით "გასაღებს" მათი კარის ასაღებად, მაგრამ "ბარსელონას" ქმედებებს შეთანხმებულობა აკლდა.

ის, რომ მესიმ არ გაიტანა, უბრალოდ დამთხვევაა. ლეომ მარჟა ისე მაღლა ასწია, რომ როცა ის 3-4 გოლს ვერ იტანს, ამაში პრობლემას ხედავენ",
- განაცხადა მარტინომ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული