შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა "ბეტისთან" (4:1) ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მიიღო და წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.
ასევე იხილეთ: ლიონელ მესის ტრავმების ანთოლოგია
"როგორც იცით, უახლოესი რამდენიმე კვირა ახალი ტრავმის მოშუშებას მოვანდომებ. ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდს ვერ დავეხმარები.
ახლა ყველაზე მთავარია, ტრავმა მოვიშუშო, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო და ქომაგებს სიყვარულის სანაცვლოდ სამაგიერო გადავუხადო. ამის გაკეთების ყველაზე კარგი ხერხი კი ფეხბურთის თამაშია. მადლობა თქვენი წერილებისთვის, სადაც მხარდაჭერას მიცხადებთ", - დაწერა მესიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.