მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი ექნება "ფურია როხას" მუნდიალზე, ვისენტე დელ ბოსკე ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს და გუნდს საფრანგეთში გასამართ ევრო 2016-ზეც დამოძღვრავს. ამ მომენტისთვის, 62 წლის სპეციალისტის ხელშეკრულებას ვადა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე გასდის, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელებს მუნდიალამდე მოცდა არ სურთ და გამოცდილი მწვრთნელის კიდევ ორი წლით დაბევება აქედანვე უნდათ.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანეთმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის პირველობა მოიგო.
აქვე, ესპანეთის
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი (2010), ევროპის ჩემპიონი (2012)
სულ: 82 თამაში: 67 მოგება, 8 ფრე და 7 წაგება, ბურთების სხვაობა: 201-54
ამხანაგურები: 33 თამაში: 26 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება
მუნდიალის შესარჩევი ეტაპი: სულ 18 თამაში: 16 მოგება და 2 ფრე
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: სულ 8 თამაში: 8 მოგება
მსოფლიოს ჩემპიონატი: 7 თამაში: 6 მოგება და 1 წაგება
ევროპის ჩემპიონატი: 6 თამაში: 4 მოგება და 2 ფრე
კონფედერაციათა თასი: 10 თამაში: 7 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება
ესპანეთის ნაკრებმა დელ ბოსკეს ხელში მატჩების 81,7 პროცენტი მოიგო, ოფიციალურ შეხვედრებში კი 83,6%
"ფურია როხას" მწვრთნელებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა ლუის არაგონესი - 72,2% (39 მოგება, 11 ფრე და 4 წაგება), მესამეზე - ხოსე ანტონიო კამაჩო - 65,9% (29 მოგება, 7 ფრე და 8 წაგება)
ასევე, ეს შედეგი საუკეთესოა მსოფლიოს ჩემპიონ მწვრთნელებს შორის:
1. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) - 81,7%
2. ვისენტე ფეოლა (ბრაზილია) - 73,2%
3. მარიო ზაგალო (ბრაზილია) - 71,4%
4. ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) - 69,2%
5. ემე ჟაკე (საფრანგეთი) - 67,9%
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ბოლო ადგილზეა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონის (არგენტინა) მწვრთნელი კარლოს ბილარდო - 37%.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკემ დიეგო კოშტა გამოიძახა