"დელ ბოსკე, დელ ბოსკე" - აფრიკელ ფანებს მედოლე მანოლო მწვრთნელში აერიათ [VIDEO]

AutoSharing Option
16 ნოემბერს ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვატორულ გვინეაში ამხანაგური მატჩი გამართა და 2:1 მოიგო. მატჩის დღეს კი ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა.

ბევრს მოეხსენება ვინ არის მანოლო - "ვალენსიას" და ესპანეთის ნაკრების თავგადაკლული ფანი, რომელიც "ფურია როხას" თამაშებს არ აცდენს (თბილისშიც ბრძანდებოდა) და ყველას თავისი უზარმაზარი დოლით ახსოვს.

მანოლო ამ შეხვედრაზეც გაყვა საყვარელ გუნდს და მალაბოს აეროპორტში ესპანეთის ნაკრების დასახვედრად მისულ ფანებს ვისენტე დელ ბოსკეშიც აერიათ. მანოლოს აფრიკელებმა წრე დაარტყეს და "დელ ბოსკე, დელ ბოსკეს" შეძახილებით.

ფანებს ბოლოს ისე გაუტკბათ "დელ ბოსკესთან"
ურთიერთობა, რომ "მარკა" წერს გვინეელ პოლიციელებს რომ არ ეყოჩაღათ, მანოლოს მათგან თავის დაძვრენა გაუჭირდებოდაო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანელთა კარში გოლის გატანისთვის გვინეელმა მცველმა 50 ათასი ევრო მიიღო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული