23 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "გრანადა" ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
კატალონიელებმა ორი გოლი პენალტიდან გაიტანეს - შანსი ანდრეს ინიესტამ (20 წუთი) და სესკ ფაბრეგასმა (40) გამოიყენეს. თამაშიდან კი გოლებით ალექსის სანჩესი (71) და პედრო როდრიგესი (90) გამოირჩნენ.
"ჩვენ სრულებით ვაკონტროლებდით თამაშის ტემპს. ვიცოდით, როდის უნდა გაგვემწვავებინა შეტევები და როდის უნდა გაგვეგდო ტემპი.
"ბარსელონას" საჭიროებისდა მიხედვით, სხვადასხვანაირად თამაში შეუძლია, თუმცა ჩვენ შთამბეჭდავი ფეხბურთის ჩვენება
"გრანადას" უყვარს ბურთის ფლობა და ამის გამო საჭირო იყო, პრესინგისთვის მიგვემართა, რათა პრობლემები თავიდან აგვეცილებინა.
მოედანზე მყოფთაგან დღეს ინიესტას გამოვარჩევ. ის საუკეთესო იყო და ყველა კომპონენტში ბრწყინვალედ გაისარჯა.
რაც შეეხება შეცვლაზე შემოსულ სერხი რობერტოს, ამ მატჩში მის გამოყენებას ვგეგმავდი და ვფიქრობ, კარგად ჩაერთო თამაშში.
პინტუ? ის საიმედოდ გაისარჯა. ჩვენს კართან ორჯერ იყო უსიამოვნო სიტუაცია და ის მათ ბრწყინვალედ გაუმკლავდა", - აქვეყნებს მარტინოს ნათქვამს "ბარსელონას" უფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: ანდალუსია ყურადღების ცენტრში