ხერარდო მარტინო: წაგებას ვერ ვეგუებით, მით უმეტეს - ზედიზედ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში სტუმრად ბილბაოს "ატლეტიკთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბილბაოში 1-ელ დეკემბერს გამართულ შეხვედრაში ბასკებმა მუნიაინის მიერ 70-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს - 1:0.

"ჩემმა გუნდმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, დღეს მთლიანობაში ურიგოდ არ გვითამაშია, კარგად გადავდიოდით დაცვიდან შეტევაში და ისიც ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე პრესინგს დაგვიპირისპირებდა.

მატჩის 70-ე წუთამდე ვდომინირებდით, მაგრამ მეტოქის გოლი მაინც გამარჯვების მომტანი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვაკონტროლებდით თამაშს და რამდენიმე მწვავე შეტევაც განვახორციელეთ.

ჩვენ
წაგებას ვერ ვეგუებით, მით უმეტეს, ორჯერ ზედიზედ. ამსტერდამში განცდილი წარუმატებლობისთვის რეაბილიტაცია გვსურდა.

ვფიქრობ, პირველად ჩვენ რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა..."
- აღნიშნა მარტინომ.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ბეილისიმო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეიმარს ჯერ ჯიდევ ბევრი უკლია მესიმდე. რაც ნეიმარს მომენტები ქონდა გუშინ მესი მინიმუმ 2 ბურთს გაიტანდა.
giorgi
19:44 02-12-2013
0
სანამ ბარსა ცენტრალურ მცველს არ შეიძენს იქამდე არ მორჩება პანიკა ბარსას დაცვაში
fibonacci
16:55 02-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული