ბილბაოში 1-ელ დეკემბერს გამართულ შეხვედრაში ბასკებმა მუნიაინის მიერ 70-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს - 1:0.
"ჩემმა გუნდმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, დღეს მთლიანობაში ურიგოდ არ გვითამაშია, კარგად გადავდიოდით დაცვიდან შეტევაში და ისიც ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე პრესინგს დაგვიპირისპირებდა.
მატჩის 70-ე წუთამდე ვდომინირებდით, მაგრამ მეტოქის გოლი მაინც გამარჯვების მომტანი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვაკონტროლებდით თამაშს და რამდენიმე მწვავე შეტევაც განვახორციელეთ.
ჩვენ
ვფიქრობ, პირველად ჩვენ რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა..." - აღნიშნა მარტინომ.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ბეილისიმო [VIDEO]