"ბარსელონამ" თასზე "კარტახენი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალურ გათამაშებაში "ბარსელონა" "კარტახენს" ესტუმრა და ანგარიში 4:1 დაამარცხა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-16 წუთზე ფერნანდო როდრიგესი გამოირჩა, თუმცა შემდეგ 4 უპასუხო გოლი მიიღეს.

დუბლი გაიფორმა პედრომ, 43-ე წუთზე ფაბრეგასმა გაზარდა უპირატესობა, ხოლო 90-ე წუთზე "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი დონგუ გამოირჩა.

საპასუსო შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარტახენაა, რა თქმა უნდა. ჰ არ იწერება, გ იწერება იქ ესპანურად და ხ-დ იკითხება. თან ამ ქალაქის სახელი ამ ფორმით ძალიან დიდი ხანია გამოიყენება ქართულად. რაც შეეხება ორმაგი ლ-ს ი-თ ჩანაცვლებას, ესპანურად ეს შესამჩნევია, მაგრამ ქართულად გადმოტანა არ ღირს. თუმცა ერთი საინტერესო მომენტი მაინც არსებობს: ქალაქი პალმა დე მაიორკად შემოდის ქართულში, გუნდს კი მალიორკა ჰქვია.
თემო
13:39 08-12-2013
0
რა საინტერესო კომენტარებია! არ მეგონა ენათმეცნიერებიც თუ ასეთი ინტერესით წაიკითხავდნენ სპორტულ სტატიებს ინტერნეტში! სხვათაშორის მაინტერესებს რუსეთის დედაქალაქს ქართულად რა ჰქვია: მოსკვა თუ მოსკოვი?! აა, ბოდიშით ასე უნდა დამესვა შეკითხვა, ალბათ: რასიას დედაქალაქს მოსკოვი ჰქვია თუ რუსეთის დედაქალაქს მასკვა? გიორგი და ლევან, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა!მე ნელ-ნელა მავიწყდება ქართული, აგერ უკვე 10 წელზე მეტია დოიჩლანდში ვცხოვრობ, აი ეხლაც უკვე ვიბნევი, სად ვცხოვრობ: დოიჩლანდში თუ გერმანიაში?! თანაც ერთ მეზობელ ქვეყანას არმოსავლეთით ჩეხეთი ჰქვია, (ჰმმ, თუ ჩესკა რეპუბლიკა?!) აგერ კიდე მეორე დიდ მეზობელ ქვეყანას პოლსკა (ან პოლონეთი), აღარ მახსოვს ზუსტად?! მეტი საქმე არ გაქვთ ახალგაზრდებო?! ბოდიშს ვითხოვ...
გიორგი
18:09 07-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული