ვისენტე დელ ბოსკე: "რეალისა" და "ბარსელონას" ომში მონაწილეობა არ მინდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ორ ესპანელ ფეხბურთელს მისცა ხმა.

"ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ორ ესპანელ ფეხბურთელს მივეცი ხმა. ვფიქრობ, მათ სათანადო დამსახურება არ აქვთ.

გარდა ამისა, არ მინდა "რეალისა" და "ბარსელონას" ომში მივიღო მონაწილეობა.

შესაძლოა, ეს ფეხბურთელები ამ წელს შესანიშნავ ფორმაში არ იყვნენ, მაგრამ ისინი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს წარმოადგენენ, ხოლო ინდივიდუალურ დონეზე მსგავსი აღიარება არ მოუპოვებიათ.

ახლა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ერაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ესპანეთის ნაკრებმა იმ გუნდებთან ორთაბრძოლაში
მოიპოვა წარმატება, სადაც ეს ორი დიადი ფეხბურთელი თამაშობს",
- თქვა დელ ბოსკემ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული