მესის მამა ნარკოტრაფიკიდან ფულის გათეთრების საქმის ფიგურანტია

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის მამა ხორხე მესი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, რაც სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთში ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტთან არის დაკავშირებული.

არსებობს ეჭვი, რომ მატჩი "მესის მეგობრების" მონაწილეობით სწორედ უკანონო გზებით მიღებული სახსრების ლეგალიზებისთვის იყო ორგანიზებული.
იხილეთ: მესის მეგობრები-მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრები 9:6 [VIDEO]

რაც შეეხება ამ საქმეში მესის მამის როლს, ესპანელი სამართალდამცველების ვარაუდით, მას შესაძლოა ნარკობანდებთან კავშირის დამყარება ევალებოდა და "საკომისიოდ", გათეთრებული თანხის 10-იდან 20%-მდე მას ერგებოდა.

"ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის, თავად ლიონელ მესიმ, ასევე: დანი ალვეშმა, ხავიერ
მასკერანომ და ხოსე მანუელ პინტომ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცეს, სადაც აღნიშნეს, რომ ამ საქმისა არაფერი იციან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც ბოღმითაა გაჭედილი ეს დედამიწა.ბრაზილიელებს და ევროპელებს ახლა რის გაკეტება აქვტ გადაწყვეტილი ღმერთმა იცის
gaga
13:43 16-12-2013
0
მესიც ყოფილა ჩართული ამ საქმეში, ოქროს ბურთებით გადმოქონდა ნარკოტიკები თურმე... ამ ბურთებით კი მას პლატინი ამარაგებდა, რომელიც ასევე წილში ყოლიათ... ზუსტად ვიცი, გეფიცებით...
giorgi
13:22 16-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული