"იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ სწორი მიდგომა გვქონდა. ყველაზე მთავარია, რომ ამ მატჩს სერიოზულად მივუდექით, მეტოქესა და სტადიონზე მოსული გულშემატკივრების მიმართ პატივისცემა გამოვხატეთ.
რატომ არ ითამაშეს "ბარსელონა ბ"-ს ფეხბურთელებმა? მე მყავს სონგი, სერხი რობერტო, ტელიო და ადრიანო, რომლებისთვისაც სრული მატჩის ჩატარება იყო აუცილებელი.
იგივე ეხება ნეიმარსაც, რომელიც 19 დეკემბერს ბრაზილიაში გაფრინდება, სადაც 10 დღე დაისვენებს.
თასზე ჩვენი შემდეგი მეტოქე "ხეტაფეა", რომელსაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. გარდა
მიმაჩნია, რომ სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს", - თქვა მარტინომ.