დიეგო კოშტა - 19 გოლი 17 ტურში! [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანური ლა ლიგის მე-17 ტურში "ვისენტე კალდერონზე" ხუთ-გოლიანი თრილერი გაიმართა, რომელიც საბოლოოდ "ატლეტიკოს" 3:2 გამარჯვებით დასრულდა ვალენსიის "ლევანტესთან".

პირველ წუთზე სტუმრები ავსტრიელმა ანდრეას ივანშინცმა დააწინაურა.

30-ე წუთზე მცველმა დიეგო გოდინმა ხუანფრანის ჩაწოდებით გაათანაბრა.

47-ე წუთზე გავის პასით დიეგო კოშტამ სეზონში მე-18 გოლი გაიტანა.

მაგრამ 57-ე წუთზე პედრო რიოსმა გათანაბრება შეძლო.

გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე პენალტით გავიდა, რომლის ავტორიც დიეგო კოშტაა. ახლა ნატურალიზებული ბრაზილიელის ანგარიშზე ჩემპიონატში 19 გოლია 17 ტურში! მას ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ შესანიშნავი შანსი გაანიავა.

"ლევანტეს" ბოლო წუთზე
ვეტერანი ხუანფრანი გაუძევეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული